წინამდებარე დოკუმენტი არის Donatelo-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და ინდივიდუალური მეწარმე ბ.მ-ს შორის. ინდივიდუალური მეწარმე ბ.მ (ს.ნ. 01019084643) რეგისტრირებული მისამართი - ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, გურამიშვილის ქ. N6
ინდივიდუალური მეწარმე ბ.მ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „Donatelo”. Donatelo-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და Donatelo-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება. ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება Donatelo-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან Donatelo მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე. დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია Donatelo-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. Donatelo-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: Donatelo (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე ბ.მ (ს.ნ. 01019084643) რეგისტრირებული მისამართი - ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, გურამიშვილის ქ. N6 მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს გამოიყენოს Donatelo-ს მიერ შეთავაზებული მომსახურება; მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება; მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება; პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების ან/და მხარდაჭერის მიზნით; რეგისტრაცია - პირადი ანგარიშის შექმნა; ანგარიში - მომხმარებლის მიერ Donatelo-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი; ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, გამოიყენოს Donatelo-ს შეთავაზებული მომსახურება.
Donatelo-ს ვებსაიტზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ეტაპის გავლა გუგლის ან პროვაიდერის(სოციალური ქსელის) საშუალებით.
მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შესვლისას ან შესაბამის ბმულზე გადასვლისას სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით: სოციალური ქსელით; Google-ით.
მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი; იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი; არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას Donatelo-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით; არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის; არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით; არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით; არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით; არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა; დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს Donatelo-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, Donatelo-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს; არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე; არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის Donatelo-ს გამართულ ფუნქციონირებას; არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და Donatelo-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
Donatelo-დან დონაციის გაკეთბისას გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე.
არასწორი/არასრული ინფორმაციის მითითების შემთხვევაში შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი მის მიერგაკეთბული დონაციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს სპეციალურ გვერდზე. Donatelo იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს დონაცია თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში. Donatelo იტოვებს უფლებამოსილებას, ცალხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე დააწესოს/შეცვალოს მომსახურების ღირებულების მინიმალური/მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და დამატებითი დოკუმენტაციის გაფორმებას გადარიცხული თანხის დაბრუნების წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნების პირობების გვერდზე.
დონაცია ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით. დონაციისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ. Donatelo-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე. ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
თუ Donatelo მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს Donatelo-ს გუნდს. მომხმარებლის მხრიდან Donatelo-ს ვებგვერდზე მისი პირადი ანგარიშის გაუქმების/დახურვისათვის მან პირად ანგარიშში პარამეტრების ველში შესვლის შემდეგ უნდა დააჭიროს “ანგარიშის წაშლა”-ს, რის შემდგომაც მისი პირადი ანგარიში ავტომატურად იხურება.
Donatelo შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე. მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით. Donatelo პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა. Donatelo იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია. Donatelo გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში. Donatelo სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით. კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.
ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. Donatelo მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, Donatelo-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს Donatelo-ს კანონით დაცულ ინტერესებს.
მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების , მისთვის საინტერესო ინფორმაციას, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით Donatelo მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში სარგებლობს მისი პერსონალური ხასიათის ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით. Donatelo უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა Donatelo-სგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ,Donatelo შეწყვეტს მომხმარებლისათვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობის გამოხმობა ხდება Donatelo-ს ვებგვერდზე პირად ანგარიშში შემდეგი გზით: მომხმარებლის პირად ანგარიშში მითითებულია ღილაკი „switch on/off“ რომლის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს განაცხადოს თანხმობა/უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ინფორმაციის დამუშავებაზე, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ Email შეტყობინებების მიღებაზე. Donatelo ვალდებულია მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს Donatelo-ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.
ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის Donatelo-ს. Donatelo-ს სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, Donatelo-ს წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს Donatelo-ს სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს Donatelo-ს რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, Donatelo უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება Donatelo-სათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდესDonatelo-ს მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს. ვებგვერდზე რეგისტრაციით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება. Donatelo პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას Donatelo-ს საავტორო უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა Donatelo-ზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს Donatelo-ს ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე. წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის Donatelo-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.
Donatelo იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს Donatelo-ს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, Donatelo მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს. წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.
Donatelo - პირველი სტრიმინგ დონაციის პლატფორმა საქართველოში, რომელიც საშუალებას აძლევს შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გამოიყენონ სტრიმერებმა და არა მარტო. გამჭვირვალობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ვიყენებთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდს „Split“, რომელიც ავტომატურად ანაწილებს დონაციას სტრიმერსა და ჩვენს პლატფორმას შორის.
დონატელოს მომსახურების საფასური 7%-ია თითოეულ დონაციაზე (5% პლატფორმის საფასური, 2-2.5% ბანკის საფასური).
დარჩენილი თანხა მომენტალურად ირიცხება იუზერის მითითებულ ანგარიშზე.
დონაცია შესაძლებელია ლარში. მხარდამჭერებს შეუძლიათ დაადონატონ ნებისმიერი თანხა. სტრიმებს აქვთ შესაძლებლობა დაადგინონ მინიმალური დონაციის თანხა თავიანთი აუდიტორიისთვის.
Donatelo-ს გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ გადახდის პირობებს. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს.
Donatelo იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, Donatelo მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.